საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 193. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიური განხილვის დროს

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სათათბირო ოთახში აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სარგებლობა.

2.სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს ადგილზე თათბირით.

3.სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე.

4.სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სასამართლოს თათბირს და აყალიბებს საკითხებს, რომლებზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.

5.სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად.

6.მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

7.თუ სასამართლოს თათბირის დროს საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა, პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო პოზიციას.

8.თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სათათბირო ოთახში აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სარგებლობა. 2. სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს ადგილზე თათბირით. 3. სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე. 4. სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სასამართლოს თათბირს და აყალიბებს საკითხებს, რომლებზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. 5. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად. 6. მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს. 7. თუ სასამართლოს თათბირის დროს საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა, პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო პოზიციას. 8. თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2728424323¹⁰2726725625511668191193
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სამოქალაქო…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა