1.გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) განსასჯელის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;
ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;
კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;
ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;
ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;
ო) ქონების ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა.
2.თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.
3.სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
4.ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:ა) განსასჯელის სახელი და გვარი;ბ) გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულში განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ;გ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ;დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც განსასჯელს დაენიშნა ყოველი დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, დაპატიმრების, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროის ჩათვლის შესახებ;ზ) გადაწყვეტილება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე განსასჯელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ;თ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;ი) სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტა;კ) ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა;ლ) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება;ნ) სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;ო) ქონების ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტა.2. თუ განსასჯელს წაყენებული ჰქონდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რომელ ბრალდებაში გაამართლეს განსასჯელი და რომელში დასდეს მსჯავრი.3. სასჯელის მოხდისაგან განსასჯელის განთავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.4. ყველა შემთხვევაში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას არ წარმოიშვას რაიმე ეჭვი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია შინაპატიმრობა სასჯელის ვადაში ჩასათვლელ დროთა ჩამონათვალიდან.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004
509 მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი ქონების ჩამორთმევისა და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტის აღნიშვნის შესახებ.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩათვლის გადაწყვეტილებას შინაპატიმრობასა და სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დროზეც ავრცელებს, ხოლო ახალი „ნ“ ქვეპუნქტი სარეზოლუციო ნაწილს ამატებს იძულებითი ღონისძიების საკითხს.
509-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა სამოქალაქო სარჩელისა და ნივთმტკიცების გადაწყვეტა, ხოლო ბოლო ქვეპუნქტები გადაინომრა.