საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 599. ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.

2.საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად.

3.სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

4.პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე.

5.(ამოღებულია).

6.პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

7.გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის, განჩინებისა თუ სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ შეტანილი საჩივარი განიხილება 598-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით. 2. საჩივრის განხილვის შედეგად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იღებს გადაწყვეტილებას 561-ე მუხლის შესაბამისად. 3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 4. პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე. 5. (ამოღებულია). 6. პალატაში საჩივრის განხილვისას მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, უფლება აქვს წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. იგი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. 7. გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 10 დღისა უნდა გაეგზავნოს საჩივრის ავტორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 31 მარ. 2001-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    მე-5 პუნქტში ხმების თანაბრად გაყოფისას საჩივარი დაკმაყოფილდება და პლენუმზე არსებითი განხილვისათვის აღარ მიიღება. მე-7 პუნქტში 10-დღიანი ვადით საჩივრის ავტორს უნდა გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი, ხოლო პლენუმისთვის მასალების გადაგზავნის წესი ამოღებულია.

  2. 599-ე მუხლში საზედამხედველო პალატა სამივე ადგილას ჩანაცვლდა სისხლის სამართლის საქმეთა პალატით, ხოლო მე-5 ნაწილი ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43391¹423436304312314781615613599
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ