საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.

2.საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.

3.სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

4.კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.

5.საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.

6.კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები. 2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის. 3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. 4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები. 5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას. 6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    პირველ ნაწილში ამოღებულია მომკვლევი და მოქალაქეთა, დაწესებულებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ნაცვლად დასახელებულია ფიზიკური და იურიდიული პირები; მე-3 ნაწილში ახლა შეჩერდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
  3. მე-7 მუხლის მეორე წინადადებაში საქმის გადაცემის ნაცვლად სასამართლოში სამართალწარმოება ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1714⁵314621524126344337
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…პროკურატურის შესახებსაქართველოს საკონსტიტუ…