საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 30. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

2.რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

3.გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.

4.გამგებელი: ა) ამოღებულია; ბ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობას და წევრებს; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დანიშვნამდე; გ) უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის; თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს; დ) (ამოღებულია); ე) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო სამსახურს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს; ვ) ხელს აწერს გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს; ზ 1 ) მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; ზ 2 ) პასუხისმგებელია რაიონისთვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის; ზ 3 ) ამზადებს ინფორმაციას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს; თ ) ხელმძღვანელობს სამხედრო განყოფილების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას , მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და თავმჯდომარეობს გამწვევ კომისიას ; ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5.გამგებელს აქვს გადადგომის უფლება . რაიონის გამგებელი უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე . საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1537-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №951-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.325 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №43

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2010 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 30 დეკ. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

  3. 18 თებ. 1998 – 30 დეკ. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30-ე მუხლში რაიონის გამგებლის უფლებამოსილებას დაემატა სამი ბიუჯეტთან დაკავშირებული ქვეპუნქტი („ზ1“–„ზ3“).

  2. · გამოქვეყნდა 16 დეკ. 2009

    30-ე მუხლის პირველ პუნქტში გამგებლის ფუნქციებიდან ამოღებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა; მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით საბიუჯეტო განაცხადი მერიის საფინანსო სამსახურს წარედგინება, გეგმის პროექტის წარდგენის გარეშე.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    30-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში ადრესატი საკრებულოდან მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურებად შეიცვალა, ხოლო წარსადგენი დოკუმენტები საბიუჯეტო განაცხადი და განვითარების გეგმის პროექტია.

  4. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    30-ე მუხლიდან (პუნქტები 1, 2, 4 „ე“ და 5) ამოღებულია დაბა წყნეთისა და მისი გამგებლის მითითებები, ხოლო მერის აღნიშვნა „ქალაქის მერიდან“ „მერად“ ჩამოყალიბდა.

  5. 30-ე მუხლიდან ამოღებულია „დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გამგებელი ნიშნავდა და ათავისუფლებდა რაიონის მუნიციპალურ საწარმოთა ხელმძღვანელებს.

  6. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    30-ე მუხლში გამგებლებს ნიშნავს მერი და არა პრეზიდენტი, პასუხისმგებლობა მერის წინაშეა, ხოლო მოსახლეობისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულების წინადადება აღარ არის.

  7. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2002

    გამგებლის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ხელმძღვანელობისა და გამწვევი კომისიის თავმჯდომარეობის შესახებ, ხოლო სხვა უფლებამოსილებათა ქვეპუნქტი გადავიდა „ი“ ადგილზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91332828081132141472230
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…პენიტენციური კოდექსიარასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს ფინანსთა ს…საერთო სასამართლოების …