საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 32¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობა ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ამტკიცებს მათ წესდებებს (დებულებებს), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას.

2.მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ/დელეგირებულ სხვა საქმიანობას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მთავრობა უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვების გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით.

4.მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების, საფასურის ოდენობა.

5.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა.

5¹.მთავრობა უფლებამოსილია თავის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განუსაზღვროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და გაცნობის წესი და პირობები.

6.მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ქონების გადაცემით. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა შესაძლებელია სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ. შესაძლებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემული ქონების მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დაბრუნება. მთავრობის თანხმობის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია თავის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია უსასყიდლოდ გადასცეს ქონება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.

7.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება კანონით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).

8.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში. საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს მერი.

9.მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №541-სსმI, №34,04.12.2008წ., მუხ.220 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1534-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.119 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5856 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. თავი IV ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 28 მარ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 32¹ მუხლის მე-6 პუნქტში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა ახლა საკუთრების უფლებითაც შეიძლება, დაემატა ქონების დაბრუნებისა და იურიდიული პირის მიერ ქონების განკარგვის წესები.

  2. მართვის წესი, გადაწყვეტილების მერიაში გასაჩივრება და ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების თვითმმართველობის საკუთრებაში გადასვლა ახლა ცალ-ცალკე პუნქტებშია (მე-7, მე-8 და მე-9); „ქალაქ თბილისის მთავრობა“ ჩანაცვლებულია „მთავრობით“.

  3. მე-7 პუნქტში საჩივრის განმხილველად სათათბირო ორგანოს ნაცვლად დასახელდა ქალაქ თბილისის მერი, რომელიც საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს.

  4. კანონს დაემატა 32¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს თბილისის მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას, წესდებას, მართვას, ქონებას, გასაჩივრებასა და ლიკვიდაციას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132101310¹24150911¹10¹79106²156¹32¹
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საჯარო სამართლის იურიდ…მეცნიერების, ტექნოლოგი…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მთავრობის …