საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 9¹. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის თვითმმართველობა საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

2.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ბ) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; გ ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება , ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა , ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა და შეფასება ; დ ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება , მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში ; ე ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება ; ვ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და მართვა , დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად ( გამწვანების , დასვენების , სავაჭრო , სამრეწველო და სხვა სპეციალური ზონები ) დაყოფა , მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა ; ზ ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა ; თ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობა ; ი ) ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება , მართვა და რეგულირება ; კ ) გარე ვაჭრობის რეგულირება ; ლ ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება ; მ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, პარკირების ადგილების განსაზღვრა; ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიაღვრე მეურნეობის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; ნ ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა , მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა ; ო ) სოციალურ - კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების ( არქივი , ბიბლიოთეკა , მუზეუმი და სხვა ) საქმიანობის ხელშეწყობა ; ო 1 ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის სივრცით - ტერიტორიული მოწყობა ; ჟ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება; რ) სახანძრო, სამაშველო და გადაუდებელი სასწრაფო დახმარებებით უზრუნველყოფა; ს ) საგზაო მოძრაობის დაგეგმარება ; ტ ) შეკრებების , მიტინგების , დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ; უ ) დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება ; ფ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6324) ; ქ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილებები.

3.გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხზე, რომელიც, კანონის თანახმად, არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და აკრძალული არ არის თვითმმართველი ერთეულისათვის. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4687-სსმI, №16, 07.05.2007წ., მუხ.128 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №958-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.332 საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1559-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ.139 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2184-სსმI, №43, 16.12.2009წ., მუხ.317 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5291 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №82 5 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 1 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 6 აგვ. 2013

    9¹ მუხლს დაემატა „ო 1“ ქვეპუნქტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012

    მე-2 პუნქტიდან ამოღებულია „ფ“ ქვეპუნქტი გეოგრაფიული ობიექტებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ.

  3. მე-2 პუნქტს დაემატა „ქ“ ქვეპუნქტი ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის უფლებამოსილებების შესახებ, ხოლო ახალი მე-3 პუნქტი საკუთარ უფლებამოსილებად აცხადებს სხვა ორგანოს კომპეტენციაში არმყოფ და აუკრძალავ საკითხებზე გადაწყვეტილებას.

  4. 9¹ მუხლის „რ“ ქვეპუნქტში მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოება შეიცვალა სახანძრო, სამაშველო და გადაუდებელი სასწრაფო დახმარებებით უზრუნველყოფით.

  5. · გამოქვეყნდა 16 დეკ. 2009

    „ჟ“ ქვეპუნქტით თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება; მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება ტექსტიდან ამოვიდა.

  6. თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება გაიყო: „უ“ ქვეპუნქტი ეხება მხოლოდ დედაქალაქის საკუთრებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, ახალი „ფ“ ქვეპუნქტი კი გეოგრაფიული ობიექტებისა და მრავალბინიან სახლებში ბინების ნუმერაციას.

  7. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    9¹ მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება შეიცვალა ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებით, მართვითა და რეგულირებით.

  8. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007

    9¹ მუხლის „მ“ ქვეპუნქტში ექსკლუზიური უფლებამოსილება ახლა მოიცავს პარკირების ადგილების განსაზღვრას და დასუფთავების, განათების, სანიაღვრე მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამუშაოთა დაგეგმვა-განხორციელებას; წესებისა და ტარიფის განსაზღვრა, წყალმომარაგება და კანალიზაცია ახალ ტექსტში აღარ არის დასახელებული.

  9. 9¹ მუხლის „უ“ ქვეპუნქტში სახელდებისა და ნუმერაციის ობიექტთა ჩამონათვალი გაფართოვდა: ქუჩებისა და მოედნების გარდა დაემატა პროსპექტები (გამზირები), ხეივნები, გზატკეცილები, შესახვევები, ჩიხები, სკვერები, ბულვარები, ბაღები, პარკები და ხიდები.

  10. დაემატა ახალი 9¹ მუხლი, რომელიც ადგენს თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებების ჩამონათვალს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82¹416767574166864751224169¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…ფიზიკური და კერძო სამა…