საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 16. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2.საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიციირების უფლება აქვთ საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს, ქალაქ თბილისის მერს, აგრეთვე ქალაქ თბილისის არანაკლებ 3000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერით.

3.ინიციირების უფლების გამოყენება ხდება საკრებულოში შესაბამისი აქტის პროექტის შეტანით. ინიციირების წესით შეტანილი საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს უახლოეს სხდომაზე.

4.საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

5.თუ ქალაქ თბილისის მერმა დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რომელიც ამ სახის აქტისათვის დადგენილია ამ კანონით. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 2 მაი. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012

    პირველი პუნქტიდან ამოღებულია გირავნობის ქვეპუნქტის დუბლირებული რედაქცია; დაემატა მე-3 პუნქტი პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.

  2. 16 მუხლის პირველ პუნქტში ფარული კენჭისყრის შემთხვევები გაფართოვდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებით; ფორმულირება დაზუსტდა.

  3. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში ინიცირების უფლების სუბიექტებიდან ამოღებულია პრემიერი, ხოლო ამომრჩეველთა პეტიციისთვის საჭირო მინიმუმი 5000-დან 3000-მდე შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9¹2633468151312919016416316216
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…