თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს: ა) პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს; ბ) სახელმწიფო საზღვარზე პირის გადაადგილების, ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების, მათგან დამზადებული ნაკეთობების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ისტორიისა და კულტურის მოძრავი ნივთების ფასიანი ქაღალდების გადატანის, ცხოველთა გადაყვანის წესს; გ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, საქონლის შემოტანა-გატანის წესს; დ) საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების სანაოსნო საშუალებათა შესვლის, გადაადგილებისა და ყოფნის, აგრეთვე იქიდან გამოსვლის წესს; ე) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესს; ვ) სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობების განხორციელების წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №987 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.80 საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №34 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2000 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ახლა ადგენს სასაზღვრო ზოლსა და ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობების განხორციელების წესს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
მე-12 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში საზღვარზე გადატანის წესის საგანთა ჩამონათვალი გაიზარდა: დაემატა ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან დამზადებული ნაკეთობები და სახელმწიფოს მიერ დაცული ისტორიისა და კულტურის მოძრავი ნივთები.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

