Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 190

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 190. საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:მმართველობის წესი, სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნა და რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

2.საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით,  იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4.სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღება − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია: ა) სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით; ბ) სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვა) დაზიანება ან განადგურება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან/და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ამავე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით დადგენილი წესით გაცემული საშვის არქონის ან მის ადგილზე გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში პირი ვალდებულია შეწყვიტოს სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელება და დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო ზოლის ან/და სასაზღვრო ზონის ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.

2.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღების დროს გადაღებული მასალა დაუყოვნებლივ წაშალოს, გადაღების შედეგად მიღებული მატერიალური ფოტომასალა გაანადგუროს ან აღნიშნული მასალა/მატერიალური ფოტომასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს გადასცეს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოიყენოს ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები.

3.ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებს, თუ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა 150 ლარს არ აღემატება.

4.ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს დამრღვევს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2022 წლის 1 თებერვლის კანონი №1355 – ვებგვერდი, 14.02.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №498 · ძალაშია 19 ივლ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივლ. 2022 – 1 სექ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2022· გამოქვეყნდა 14 თებ. 2022
  2. 7 აგვ. 2002· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    190-ე მუხლში ტერმინი „ჩაწერა“ შეიცვალა ტერმინით „რეგისტრაცია“.

  3. 17 მარ. 1994

    190-ე მუხლში სასაზღვრო ზონის წესების დარღვევის ჯარიმა გადავიდა შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 189შემდეგი მუხლი 190¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა სახმელეთო საზღვარზე (მუხლი 190)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 3 ცვლილება · ბოლო 14 თებ. 2022
  • 16 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114²საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა
  • 113¹საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში და ხმელეთზე განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვოდ ასვლა ან ამ ნიშნებში უნებართვოდ შეღწევა
  • 190²სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დარღვევა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 1 (დანართი 4)

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 24საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი
  • 12საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 27მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
  • 25მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 45სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22114²113¹190²2412272566451 (და…17429190
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…მეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026