Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 4 (დანართი 1)

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 4 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹910111213

1.საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

2.საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სახელმწიფო საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3.დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წასვლისას საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს მოქალაქის პასპორტით (სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტით), საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პირადობის მოწმობით, მეზღვაურის პასპორტით, მატარებლის ბრიგადის წევრების პირადობის მოწმობითა და სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობით ამ პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

4.უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი.

5.უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებითაც ისინი შემოვიდნენ საქართველოში.

6.არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის საფუძველზე.

7.საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის შემთხვევაში მოწმდება იმ საბუთების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლას (საქართველოს სატრანზიტო ვიზა), თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.

8¹.სასაზღვრო გამტარ პუნქტში საპასპორტო კონტროლის დროს პირის ფოტოგადაღება წარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების, სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენისა და თავიდან აცილების, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა პრევენციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით  დადგენილი წესის შესაბამისად.

9.სასაზღვრო გამტარ პუნქტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით, მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, გააჩნიათ წვდომა საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის – ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზასთან (SLTD).

10.სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ საბუთებში, რომლებიც უფლებას აძლევენ პირს შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, ისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით – „შემოსვლა“ ან „გასვლა“.

11.საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სამგზავრო დოკუმენტებში თარიღის შტამპი აღნიშვნით – „შემოსვლა“ დაისმება მხოლოდ მოქალაქის მოთხოვნისამებრ.

12.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ხორციელდება იმ პირების აღრიცხვა, რომლებიც არ გაატარა მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა.

13.საპასპორტო კონტროლი საქართველოში შემოსვლისას წარმოებს სრული მოცულობით ავტომატიზებული კონტროლის სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №521 – ვებგვერდი, 02.09.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №49 - ვებგვერდი, 12.02.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 12 თებ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 3 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 5 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №10

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)
  • 6 (დანართი 1)
  • 21 (დანართი 1)

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 13საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა
  • 15საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება
  • 24საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 25საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
  • 15საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები
  • 5საქართველოს მოქალაქის პასპორტი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 4საქართველოში შემოსვლა
  • 3ზოგადი პრინციპები

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13152444251555 (და…6 (და…21 (დ…434 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს მოქალაქეებ…სახელმწიფო საზღვრის რე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026