1.საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.
2.საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3.(ამოღებულია).
4.საქართველო სახელმწიფო საზღვრის დადგენისას, სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობათა რეგულირებისას სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლის სამართლებრივი მოწესრიგებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) საქართველოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ურთიერთხელსაყრელი და ყოველმხრივი თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან;
გ) სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვა;
დ) სასაზღვრო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა.
5.საქართველო მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სასაზღვრო საკითხებს წყვეტს ურთიერთმეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
6.თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მოსაზღვრე სახელმწიფოსთან გაფორმებული არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მისი დადგენა, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხდება ამ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
საქართველოს 2004 წლის 24
დეკემბრ
ის კანონი №
812
- სსმ I, №
39
,
25
.
12
.200
4
წ., მუხ.
191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №
3152
- სსმ I, №
19
,
01
.
06
.200
6
წ., მუხ.
141
საქართველოს 200
8
წლის
5
დეკემბრ
ის კანონი №
616
- სსმ I, №
35
,
05
.
12
.200
8
წ., მუხ.
222
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1154
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6897-რს
–
ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.2.საქართველოს მთავრობა, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.3.(ამოღებულია).4. საქართველო სახელმწიფო საზღვრის დადგენისას, სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობათა რეგულირებისას სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლის სამართლებრივი მოწესრიგებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:ა) საქართველოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;ბ) ურთიერთხელსაყრელი და ყოველმხრივი თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან;გ) სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვა;დ) სასაზღვრო დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა.5. საქართველო მოსაზღვრე სახელმწიფოებთან სასაზღვრო საკითხებს წყვეტს ურთიერთმეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.6. თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მოსაზღვრე სახელმწიფოსთან გაფორმებული არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მისი დადგენა, საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხდება ამ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.საქართველოს 2004 წლის 24დეკემბრის კანონი №812- სსმ I, №39,25.12.2004წ., მუხ.191საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152- სსმ I, №19,01.06.2006წ., მუხ.141საქართველოს 2008წლის5დეკემბრის კანონი №616- სსმ I, №35,05.12.2008წ., მუხ.222საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრისკანონი №1154– ვებგვერდი, 08.10.2013წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისისკანონი №6897-რს–ვებგვერდი, 28.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №33 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-2 პუნქტში სასაზღვრო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოთა ჩამონათვალიდან ამოღებულია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები; დარჩა მთავრობა და საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში სასაზღვრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველმყოფ სუბიექტთა წრეში საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა მიეთითა.
მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულია: კანონი აღარ შეიცავს სასაზღვრო პოლიციის სტატუსისა და ფუნქციის განმარტებას.
მე-3 პუნქტში დეპარტამენტის ნაცვლად საზღვრის დაცვის ღონისძიებებს ახორციელებს და მათ შესრულებას აკონტროლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; ფრაზიდან ამოღებულია სიტყვა „სახელმწიფო“.
მე-3 პუნქტში დეპარტამენტის სტატუსი შეიცვალა: ის აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო და არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; პირველ პუნქტში ამოღებულია სიტყვა „საქართველოს“.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საზღვაო სი…სახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს კონსტიტუცი…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა