სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 29¹ (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე სასაზღვრო რეჟიმის დაცვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომში − საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გასცეს ამ წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საშვი; ბ) მოახდინოს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მყოფი პირის იდენტიფიკაცია; გ) განახორციელოს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მყოფი პირის, არსებული ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული ან/და სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; დ) შეამოწმოს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში მყოფი პირის საქმიანობა გაცემულ საშვთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ე) აღკვეთოს სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი პირის ქმედებები, მოახდინოს მისი გაყვანა სასაზღვრო ზოლიდან ან ზონიდან, მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2.საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესი განისაზღვრება დანართი №6-ის შესაბამისად.

3.საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს სასაზღვრო ზოლისა და სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი გამაფრთხილებელი ნიშნების დამზადებასა და განთავსებას დანართი №7-ის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 9 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2013 – 9 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2371903530325571 (და…29 (დ…5 (და…2229¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა