საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძე

1.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დგინდება: ა) ხმელეთზე – რელიეფის დამახასიათებელი წერტილებისა და ხაზების ან თვალსაჩინო ორიენტირების მეშვეობით; ბ) ზღვაზე – საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და მათი მიმდებარე ზონის მიხედვით; გ) სანაოსნო მდინარეზე – მთავარი ფარვატერის ან ტალვეგის შუაში; დ) არასანაოსნო მდინარეზე ან ნაკადულზე – შესაბამისად მდინარის ან ნაკადულის ანდა მისი მთავარი ტოტის შუაში; ე) ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე – სწორ ხაზზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე გავლის წერტილებს ერთმანეთთან აერთებს; ვ) ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე – მის შევსებამდე არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესაბამისად; ზ) სასაზღვრო ზოლში მდებარე სარკინიგზო და ავტოსაგზაო ხიდებზე, კაშხლებსა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე – მათი გეგმის განივი ღერძის ან ნაგებობის შუაში, მიუხედავად იმისა, თუ სად გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წყალზე.

2.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მდინარეზე, არხზე, ნაკადულზე, ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი არ შეიძლება გადაადგილდეს არც მათი ნაპირების მოხაზულობისა და წყლის დონის ცვლილების, არც მდინარის, ნაკადულის ან არხის კალაპოტის ამა თუ იმ მხარეს გადახრის შემთხვევაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დგინდება: ა) ხმელეთზე – რელიეფის დამახასიათებელი წერტილებისა და ხაზების ან თვალსაჩინო ორიენტირების მეშვეობით; ბ) ზღვაზე – საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და მათი მიმდებარე ზონის მიხედვით; გ) სანაოსნო მდინარეზე – მთავარი ფარვატერის ან ტალვეგის შუაში; დ) არასანაოსნო მდინარეზე ან ნაკადულზე – შესაბამისად მდინარის ან ნაკადულის ანდა მისი მთავარი ტოტის შუაში; ე) ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე – სწორ ხაზზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევსა და წყალსაცავზე გავლის წერტილებს ერთმანეთთან აერთებს; ვ) ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე – მის შევსებამდე არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესაბამისად; ზ) სასაზღვრო ზოლში მდებარე სარკინიგზო და ავტოსაგზაო ხიდებზე, კაშხლებსა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე – მათი გეგმის განივი ღერძის ან ნაგებობის შუაში, მიუხედავად იმისა, თუ სად გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წყალზე. 2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მდინარეზე, არხზე, ნაკადულზე, ტბაზე, ხელოვნურ წყალსატევზე ან წყალსაცავზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი არ შეიძლება გადაადგილდეს არც მათი ნაპირების მოხაზულობისა და წყლის დონის ცვლილების, არც მდინარის, ნაკადულის ან არხის კალაპოტის ამა თუ იმ მხარეს გადახრის შემთხვევაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 14 მაი. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
158281112132 (და…4 (და…22 (დ…3310
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს კონსტიტუცი…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა