სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 36 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების დასარეგულირებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილებებს.

2.საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს უფლება აქვს შესაბამის სახელმწიფოსთან დადებული სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.

3.საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი - სასაზღვრო კომისარი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აფორმებს თავის აპარატში შემავალი თანამშრომლების ერთჯერად მოწმობებს მათ მიერ სახელმწიფო საზღვარზე მასთან ერთად გადასვლის და გადმოსვლის შესახებ.

4.სასაზღვრო წარმომადგენლის - სასაზღვრო კომისრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24¹7²27²5534913729¹ (…5 (და…33 (დ…636 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა