„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 31 (დანართი 1). ნარჩენების მიღება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნაგავსაყრელზე განსათავსებლად მიიღება მხოლოდ ძირითადი მახასიათებლების დადგენის გზით განსაზღვრული შესაბამისი შემადგენლობის, ფიზიკური/ქიმიური მახასიათებლებისა და ჟონვადობის თვისებების მქონე ნარჩენები.

2.სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენები უნდა განთავსდეს ისეთ ნაგავსაყრელზე ან ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი სახის ნარჩენების მისაღებად.

3.სხვადასხვა კატეგორიის ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მიღების პროცედურა და კრიტერიუმები, სინჯების აღება და გამოცდა განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართში.

4.ნაგავსაყრელის ოპერატორი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში უთითებს ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენების კოდებსა და დასახელებებს, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3421252234 (დ…7 (და…8 (და…5 (და…14 (დ…9 (და…7 (და…10 (დ…31 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების შეგროვების,…სახიფათო ნარჩენების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა