შინაარსი 1. გეგმა შედგება შესავალი, აღწერილობითი და დასკვნითი ნაწილებისაგან.
2.შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სრული სახელწოდება; ბ) სამართლებრივი ფორმა; გ) იურიდიული მისამართი, მათ შორის, ფილიალის/წარმომადგენლობის მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) რეგისტრაციის თარიღი; ე) საიდენტიფიკაციო ნომერი; ვ) ხელმძღვანელის და გარემოსდაცვითი მმართველის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; ზ) საქმიანობის დეტალური აღწერა.
3.აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს წლის განმავლობაში წარმოქმნილი თითოეული სახეობის ნარჩენების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ნარჩენის კოდი და დასახელება ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ” მთავრობის დადგენილების შესაბამისად; ბ) ფიზიკური მდგომარეობა; გ) ნარჩენების რაოდენობა; დ) სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში - მისი განმსაზღვრელი მახასიათებელი, კოდექსის III დანართის შესაბამისად.
4.დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს ნარჩენების მართვის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის განსახორციელებელ ღონისძიებები; ბ) წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების და ტრანსპორტირების მეთოდები; გ) სეპარირების მეთოდის აღწერა, განსაკუთრებით - სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების შესახებ; დ) წარმოქმნილი ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდები და პირობები; ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებული მეთოდები, დამუშავების ოპერაციის კოდის მითითებით – კოდექსის I და II დანართების მიხედვით; ვ) სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის ზომებისა და მომუშავე პერსონალის შესაბამისი სწავლების ღონისძიებები; ზ) იმ პირის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გადაეცემა ნარჩენები შეგროვების, ტრანსპორტირების ან/და დამუშავების მიზნით, შესაბამისი ნებართვის ან/და რეგისტრაციის მონაცემების მითითებით.
5.თუ გეგმა გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით, ნარჩენების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეთითოს წლების მიხედვით, ცალ-ცალკე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
6.გეგმის განხილვისა და შეთანხმების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.







