Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 14 (დანართი 1)

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 14 (დანართი 1). ნარჩენი ზეთი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, ნარჩენი ზეთის მართვასა და დამუშავებაზე ვრცელდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: ა) სავალდებულოა წარმოქმნის ადგილზე ნარჩენი ზეთების განცალკევება სხვა ნარჩენებისგან; ბ) ნარჩენი ზეთები ინახება დახურულ კონტეინერებში ან ავზებში, რომლებიც დაცულია გაჟონვისგან და აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით; გ) ნარჩენი ზეთების აღდგენა ხდება რეგენერაციის გზით, ან, თუ ეს არ არის შესაძლებელი, ენერგიის აღდგენის გზით; დ) დაუშვებელია პქბ-ის/პქტ-ის შემცველი ნარჩენი ზეთების შერევა სხვა ნარჩენ ზეთებთან. ასეთი ნარჩენი ზეთების მართვა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად; ე) პქბ-ის შემცველი ნარჩენი ზეთებისა და მოწყობილობების მართვა ასევე უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვასთან ერთად, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ ან შესაძლებელია, ჰქონდეთ პქბ-ის შემცველი ზეთები/მოწყობილებები ან/და მათი საწყობები, ვალდებულნი არიან: ა) 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ზეთების ანალიზი პქბ-ის შემცველობაზე, „პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №3) შესაბამისად; ბ) პქბ-ის მართვის პროცესების აღრიცხვის მიზნით, აწარმოონ პქბ-ის მართვის მონაცემთა ბაზა, „პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №3) შესაბამისად; გ) უზრუნველყონ შესაბამისი მოწყობილობების/მარაგების ეტიკეტირება, „პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველობაზე დიელექტრიკული ზეთების ანალიზის, პქბ-ის მონაცემთა ბაზის წარმოების და პქბ-ის შემცველი მოწყობილობების/პქბ-ის შემცველი მასალების შენახვის ობიექტის ეტიკეტირების წესისა“ (დანართი №3) და „დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №5) შესაბამისად; დ) არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელონ პქბ-ის შემცველ მოწყობილობასთან მომუშავე პერსონალის ტრენინგი პქბ-ის მართვასთან დაკავშირებით; ე) აწარმოონ პქბ-ის მართვის გეგმა, „პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვის წესის“ (დანართი №4) შესაბამისად; ვ) განახორციელონ დაბინძურებული ზეთების დამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებები (საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით),  მათი პქბ-ისგან სრულად გაწმენდამდე (ზეთების პქბ-ის შემცველობაზე ანალიზის საფუძველზე), „დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №5) შესაბამისად; ზ) დაიცვან პქბ-ის შემცველი ზეთების მართვის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები, „პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვის წესისა“ (დანართი №4) და „პოლიქლორირებულ ბიფენილებთან (პქბ) მოპყრობის უსაფრთხოებისა და შესაძლო რისკების მართვის წესის“ (დანართი №6) შესაბამისად; თ) პქბ-ით ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ დაუშვან დიელექტრიკულ ზეთებზე მანიპულაციები (დამატება, შერევა და სხვ.) და მოახდინონ ჯვარედინი დაბინძურების პრევენცია და აღკვეთა, „დიელექტრიკული ზეთის გაჟონვის, ჯვარედინი დაბინძურების პრევენციის, აღკვეთის, ასევე ტრანსფორმატორის ზეთის რეგენერაციის და აღჭურვილობის ეტიკეტირების წესის“ (დანართი №5) შესაბამისად; ი) ექსპლუატაციიდან ამოღებული ელექტრომოწყობილობები და დიელექტრიკული ზეთები გადასცენ მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე პირებს, რომელთა უფლება დასტურდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით და/ან ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციით. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 20.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 20 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 15 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №5

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)აზბესტის ნარჩენები
  • 1 (დანართი 1)მიზანი
  • 11 (დანართი 1)სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 20სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები
  • 26ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია
  • 18სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 29 (დანართი 1)დამატებითი მოთხოვნები ნაგავსაყრელის მოწყობის მიმართ
  • 11 (დანართი 1)წყლის კონტროლი და გამონაჟონის მართვა
  • 6 (დანართი 1)ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 8¹ (დანართი 1)წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება
  • 6 (დანართი 1)ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის რეგისტრაცია

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3420261829 (დ…11 (დ…6 (და…8¹ (დ…6 (და…12 (დ…13 (დ…1 (და…11 (დ…14 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების შეგროვების,…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026