სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12 (დანართი 1). მოდის ნარჩენები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოდის ნარჩენების წარმომქმნელი არის პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება მოდის ნარჩენები. თუ მოდის ნარჩენების წარმომქმნელი უცნობია, წარმომქმნელის ვალდებულებები ეკისრება იმ ტერიტორიის მესაკუთრეს, სადაც მოთავსებულია ასეთი ნარჩენები.

2.მოდის ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოდის ნარჩენებით სხვა ნარჩენების დაბინძურება.

3.2 ტონაზე მეტი ოდენობის ისეთი აკუმულირებული ნარჩენების მფლობელი, რომელიც შეიცავს მოდის ნარჩენებს, ვალდებულია, დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მოთხოვნები.

4.50 კგ-ზე მეტი და 2 ტონაზე ნაკლები მოდის ნარჩენების ან ასეთი ნარჩენების შემცველი ნარჩენების მფლობელი ვალდებულია, ნარჩენების განთავსებამდე ან აღდგენამდე ყოველწლიურად მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ამ აკუმულირებული ნარჩენების სახეობასა და ოდენობასთან დაკავშირებით.

5.მოდის ნარჩენების განთავსება ან აღდგენა დასაშვებია მხოლოდ: ა) ფიზიკურ-ქიმიური დამუშავების გზით (D9); ბ) მიწაზე ინსინერაციით (D10); გ) საწვავად ან ენერგიის მიღების სხვა საშუალებად გამოყენებით (R1), გარდა პოლიქლორირებული ბიფენილების (შემდგომში – პქბ) /პოლიქლორირებული ტერფენილების (შემდგომში – პქტ) შემცველი ნარჩენებისა.

6.აუცილებელია მოდის ნარჩენების ექსპორტი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს მისი დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა.

7.დაუშვებელია ისეთი სახის განთავსების ან აღდგენის ოპერაციების განხორციელება, რომელთა შედეგად შესაძლებელია მოხდეს მოდის ნარჩენების რეციკლირება, რეკლამაცია ან ხელახალი გამოყენება. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №328 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7347181734 (დ…8 (და…14 (დ…8¹ (დ…5 (და…11 (დ…14 (დ…7 (და…14 (დ…12 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების მართვის კოდ…ნარჩენების შეგროვების,…მუნიციპალური ნარჩენები…გარემოს დაცვის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა