„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6 (დანართი 1). ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნაგავსაყრელზე აკრძალულია შემდეგი სახის ნარჩენების განთავსება: ა)     თხევადი ნარჩენები; ბ) ნარჩენები, რომლებიც ნაგავსაყრელზე არსებობის პირობებში ფეთქებადი, კოროზიული, მჟანგავი, ადვილად აალებადი ან აალებადია ნარჩენების მართვის კოდექსის III დანართში არსებული სახიფათო ნარჩენების განმსაზღვრელი მახასიათებლების შესაბამისად; გ) საავადმყოფოებისა და სხვა სამკურნალო/სამედიცინო ობიექტების (მათ შორის ვეტერინარული დაწესებულებები) წარმოქმნილი ინფექციური ნარჩენები, რომლებიც შეესაბამებიან ნარჩენების მართვის კოდექსის III დანართის H9 პუნქტით განსაზღვრულ მახასიათებელს; დ)  გამოყენებული მთლიანი საბურავები (გარდა ველოსიპედის საბურავებისა, ნაგავსაყრელის მოწყობის პროცესში საინჟინრო მასალად გამოყენებული საბურავებისა და დაქუცმაცებული საბურავებისა); ე) ნებისმიერი სხვა სახის ნარჩენი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრულ ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს.

2.აკრძალულია ნარჩენების შერევა ან გაზავება, ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით.

3.ნაგავსაყრელზე ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების განთავსების რაოდენობის შემცირების მიზნები და განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიით, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4534212217417 (და…31 (დ…9 (და…8 (და…10 (დ…2 (და…44 (დ…6 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებსახიფათო ნარჩენების შე…წიაღის შესახებტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა