Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 14

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 14. მუნიციპალური ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025
თემები:ნარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარჩენების წარმომქმნელისთვის ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭიროა საკმარისი რაოდენობის, სათანადო დიზაინის მქონე და გამძლე კონტეინერები.

2.მუნიციპალიტეტმა კონტეინერებისადმი მოთხოვნები უნდა განსაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობა  - საცხოვრებელი სახლებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც ისარგებლებენ საერთო სარგებლობის კონტეინერით; ბ) მოსახლეობის მიახლოებითი რაოდენობა, რომლებიც ისარგებლებენ ინდივიდუალური კონტეინერებით; გ)  კონტეინერში განსათავსებელი ნარჩენების სახეობა და რაოდენობა; დ) კონტეინერების დაცლებს შორის ყველაზე გრძელი ინტერვალი; ე) წარმოქმნილ და კონტეინერებში განთავსებულ ნარჩენებში მოსალოდნელი სეზონური და შემთხვევითი რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები; ვ) კონტეინერების განლაგება და მათი დაშორება ნარჩენების წარმომქმნელებისგან, რომელთაც ისინი უნდა მოემსახურონ; ზ)კონტეინერის ზომა და ტევადობა (მათ შორის რამდენიმე კონტეინერის საჭიროება), რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობის მუნიციპალური ნარჩენების განთავსებაა საჭირო კონკრეტულ მონაკვეთზე, ასევე რა შეზღუდვები შეიძლება შექმნას შემგროვებელმა ავტომანქანამ და ჩატვირთვის მექანიზმმა; თ) კონტეინერის ტიპი - მასალა, რომლისგანაც იგი დამზადებულია, შემგროვებელი ჯგუფისთვის ხელით მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის სიმარტივე, დაგროვილი ნარჩენების შემგროვებელ ავტომანქანაში ჩატვირთვის მეთოდი. მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ დიდი მოცულობის კონტეინერები,  (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი საერთო სარგებლობის კონტეინერები, ბაზრებში, საწარმოებში და სხვადასხვა დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენების კონტეინერები) რაც გავლენას იქონიებს შეგროვების პროცესზე და იმაზე, თუ რა ტიპის შემგროვებელი ავტომანქანები იქნება საჭირო კონტეინერების დასაცლელად; ი) კონტეინერის გამძლეობა, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერზე ნარჩენების შეგროვების პროცესის თანმხლები  ხისტი ზემოქმედების პირობებში ექსპლუატაციის ოპტიმალურ ხანგრძლივობას; კ) დატვირთვის მეთოდი - ნარჩენების წარმომქმნელისთვის და სხვა სუბიექტებისთვის,  ნარჩენების კონტეინერში ჩაყრის ეფექტიანი მეთოდი; ლ) ნარჩენების იზოლირების მეთოდი, რაც მოიცავს ადვილად გამოყენებად კონტეინერების ხუფებსა და ხუფის რგოლებს, რომელთა დანიშნულებაცაა ნარჩენების იზოლირება და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების დაშლისას წარმოქმნილი უსიამოვნო სუნის  შემცირება.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამრეწველო ნარჩენების მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 16მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება
  • 13მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
  • 7ნარჩენების

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი
  • 33ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

  • 12¹მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
  • 17⁸გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 9რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 9ზოგადი სავალდებულო წესები

წიაღის შესახებ

  • 45მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 14მოსახლეობის დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის განკუთვნილი წყლით

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 7ნარჩენებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
745343312¹17⁸16137991414
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებადგილობრივი მოსაკრებლე…რადიოაქტიური ნარჩენები…სამრეწველო ემისიების შ…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025