ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 12¹. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

რედაქცია №40 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას.

2.მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წარმოქმნიან ნარჩენებს.

3.(ამოღებულია).

4.მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლოიურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრულიოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

5.ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

5¹.ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი  ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკისზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად.

6.მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503 -სსმ I, № 35, 03.08.2006 წ., მუხ. 259 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, № 50,30.12.2006 წ., მუხ. 392 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4128-სსმ I,№71,21.12.2010წ., მუხ.425 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2999 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 იან. 2015
  2. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013
  3. 12¹ მუხლის მე-4 პუნქტში ერთ სულ მოსახლეზე ზღვრული თვიური მოსაკრებელი 1,5 ლარიდან 3 ლარამდე გაიზარდა და იურიდიული პირის ფორმულირება ერთ რიცხვში ჩამოყალიბდა. მე-6 პუნქტის მითითებას დაემატა „მუხ.425“.

  4. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    12¹ მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულია წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მოსაკრებლის შემოღების უფლება, ხოლო მე-6 პუნქტს დაემატა მითითება „მუხ. 392“.

  5. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2006

    ახალი 12¹ მუხლით დადგინდა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შინაარსი, გადამხდელები, შემოღების უფლება, ზღვრული ოდენობა და დიფერენცირების საფუძვლები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
439416317³619319 (დ…12¹
მნიშვნელობით ახლოსმოსაკრებლების სისტემის…ბუნებრივი რესურსებით ს…ადგილობრივი მოსაკრებლე…ადგილობრივი თვითმმართვ…მუნიციპალური ნარჩენები…სალიცენზიო და სანებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №40 · ბოლოს შემოწმდა