ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 16. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება.

2.მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში.

3.მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, გარდა მოსახლეობისა, უფლებამოსილია არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს.

4.მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ სისტემით ისარგებლოს.

5.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

6.მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, შექმნან, დანერგონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.

7.პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6921 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V სახიფათო ნარჩენების მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. 2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. 3. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, გარდა მოსახლეობისა, უფლებამოსილია არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს. 4. მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ სისტემით ისარგებლოს. 5. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 6. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, შექმნან, დანერგონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა. 7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15  ივლისის კანონი №6921 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V სახიფათო ნარჩენების მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 დეკ. 2017 – 1 იან. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2016
  2. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
321495061371734 (დ…14 (დ…12 (დ…5 (და…11 (დ…6 (და…9 (და…16
მითითებამნიშვნელობით ახლოსმუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების მართვის კოდ…ნაგავსაყრელის მოწყობის…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების შეგროვების,…ადგილობრივი მოსაკრებლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა