სახელმწიფო ვალის შესახებ

მუხლი 6. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების რეესტრები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ყველა პირდაპირი და პირობითი ვალდებულების აღრიცხვის მიზნით საქართველოში იქმნება სახელმწიფო ვალის რეესტრი და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების რეესტრი.

2.სახელმწიფო ვალის რეესტრში, რომლის განახლება ხდება აუცილებლობის შემთხვევაში, საშინაო და საგარეო ვალის შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, რეგისტრირდება პირდაპირი სახელმწიფო ვალდებულებანი, ინფორმაცია სახელმწიფო ვალის დინამიკის შესახებ, ვალის სახე, ხელშეკრულების (შეთანხმების) თარიღი, ვალის საერთო მოცულობა და მისი დაფარვის თარიღი, სხვა აუცილებელი მონაცემები.

3.კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების რეესტრში, რომლის განახლება ხდება აუცილებლობის შემთხვევაში, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ხელშეკრულებების შესაბამისად, რეგისტრირდება პირობითი სახელმწიფო ვალდებულებები, ინფორმაცია კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემისა და დაფარვის შესახებ, გარანტიის დასახელება, მისი გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, საერთო მოცულობა, განხორციელებული და განსახორციელებელი გადახდები, სხვა აუცილებელი მონაცემები.

4.სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების რეესტრებს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

5.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგენს პარლამენტს, მიუთითებს პირდაპირი და პირობითი სახელმწიფო ვალდებულებების მოცულობასა და შემადგენლობაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 8 აპრ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8¹2691¹⁹19²19¹1053642223536
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …საექიმო საქმიანობის შე…სააღსრულებო წარმოებათა…რეაბილიტაციისა და კრედ…საგადასახადო დავალიანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა