Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 19¹

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 19¹. მოვალეთა რეესტრის წარმოება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვასესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და კონტროლიკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებაგამარტივებული წარმოება ფულადი მოთხოვნების გადახდევინებისთვის

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456

1.მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო ორგანოებისა, მუნიციპალიტეტების/მუნიციპალიტეტების ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.

1¹.იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით.

2.მოვალეთა რეესტრს (შემდგომში – რეესტრი) აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი .

3.რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან.

4.რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების ხელმისაწვდომობას ამ კანონის 19 2 მუხლში მითითებული ორგანოებისათვის, აგრეთვე მონაცემების მუდმივ განახლებას.

5.აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

6.რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2461 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.373 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №99 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020
  2. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    ახალი 19¹ მუხლი აწესრიგებს სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით შექმნილ საერთო სანოტარო ბიუროს.

  3. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    მე-6 პუნქტში მინისტრის ბრძანება აღარ ეხება რეესტრში მოვალის რეგისტრაციის საფასურებს, მხოლოდ ცნობისა და ამონაწერის საფასურს.

  4. 22 დეკ. 2010

    პირველ პუნქტში რეესტრის განმარტებიდან ამოღებულია ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის გასვლის პირობა და დაემატა დაუყოვნებლივ რეესტრში შეტანის წესი; მე-11 პუნქტში 2010 წლამდე დაწყებული საქმეების რეგისტრაცია შეიძლება ბიუროს ინიციატივით; მეხუთე პუნქტში ამოღებულია ცნობის დაუყოვნებლივ გაცემის ალტერნატივა.

  5. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    19¹ მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი 2010 წლის 1 იანვრამდე დაწყებული აღსრულების მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციაზე, მე-5 პუნქტის ფორმულირება შეიცვალა, ხოლო მე-6 პუნქტში საფასურები მინისტრის ბრძანებას გადაეცა.

  6. 30 მარ. 2010

    19¹ მუხლის პირველ პუნქტში რეესტრის განმარტება დაზუსტდა (აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება), ხოლო სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამონაკლისი გადავიდა „გარდა“ ნაწილში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 19²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღსრულების ბრძანების გამოცემა გადახდის დარღვევისასსერვისის გვერდი
  • კერძო აღმასრულებელთან ხელშეკრულების დადება და წარმოების დაწყებასერვისის გვერდი
  • მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია და შეზღუდვების მართვასერვისის გვერდი
  • მორიგების შეთავაზება და პირობების დამტკიცება გამარტივებულ წარმოებაშისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 6 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 13 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14¹¹კერძო აღმასრულებლის რეგისტრაცია კერძო აღმასრულებელთა რეესტრში და მის მიერ სააღსრულებო საქმიანობის დაწყება
  • 90³იძულებითი აღსრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ
  • 25²საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააღსრულებო ფურცელი

მეწარმეთა შესახებ

  • 13რეესტრის საჯაროობა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 12აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • 13სარეგისტრაციო წარმოება

თავდაცვის კოდექსი

  • 172მოხალისეთა რეესტრი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 52კრედიტორთა რეესტრის შედგენა

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 19რეესტრი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20⁴ფაქტორინგის რეესტრის წარმოების პრინციპები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 30მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 57სარეგისტრაციო წარმოების დაწყება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19²14¹¹90³25²20⁴1930571213521317219¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…მეწარმეთა შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…თავდაცვის კოდექსირეაბილიტაციისა და კრედ…იურიდიული დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026