სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 91¹⁹. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე არეგისტრირებს სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულებას, რომელიც გირავნობით ან/და იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი (შემდგომ − სესხის ხელშეკრულება), და აკონტროლებს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2.აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეებისა (გამსესხებლისა და მსესხებლის) და მათი წარმომადგენლების (თუ სესხის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს.

3.თუ სესხის ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით იდება, წარდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.დარეგისტრირებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით.

5.აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სესხის ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი სესხის ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. სესხის ხელშეკრულებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აღსრულების ეროვნული ბიურო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე არეგისტრირებს სესხის (მათ შორის, საბანკო კრედიტის) ხელშეკრულებას, რომელიც გირავნობით ან/და იპოთეკით არ არის უზრუნველყოფილი (შემდგომ − სესხის ხელშეკრულება), და აკონტროლებს მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების შესრულებას. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაარეგისტრირებს სესხის ხელშეკრულებას, თუ იგი არ შეიცავს სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ძირითად პირობებს, მხარეებისა (გამსესხებლისა და მსესხებლის) და მათი წარმომადგენლების (თუ სესხის ხელშეკრულება იდება წარმომადგენლის მეშვეობით) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, გამსესხებლის საბანკო რეკვიზიტებს. 3. თუ სესხის ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით იდება, წარდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. დარეგისტრირებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხორციელდება ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციით. 5. აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს სესხის ხელშეკრულებების რეესტრს. რეესტრის მონაცემების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შესაბამისი სესხის ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის გარეშე. სესხის ხელშეკრულებების რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 1 სექ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 სექ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91²²91²⁰91²¹752664596152²52¹521391¹⁹
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საბიუჯეტო …რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ვალის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა