1.პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
2.პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.
3.პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
4.პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
5.პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.
6.ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2096 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.118 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1363 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.135 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1744 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.230 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4578 - სსმ I, №12, 13.04.2007 წ., მუხ.109 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №468 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.187 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 667 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.2. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.3. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.5. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.6. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2096 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.118საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1363 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.135საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1744 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.230საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4578 - სსმ I, №12, 13.04.2007 წ., მუხ.109საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №468 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.187საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.საქართველოს 2013 წლის30მაისისკანონი №667– ვებგვერდი, 24.06.2013წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №26 · ძალაშია 24 ივნ. 2013-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
პირველ პუნქტში პარლამენტის თანხმობის საგანთა ჩამონათვალიდან ამოღებულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და დაზუსტებულია „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“. მე-2 პუნქტში პარლამენტის თანხმობისა და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მითითების ნაცვლად გენერალურმა პროკურორმა პასუხისგებაში მიცემა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს პარლამენტს.
· გამოქვეყნდა 17 ივლ. 2005
მე-2 პუნქტში პარლამენტის წევრის საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოები განისაზღვრა როგორც შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტის თანხმობით პასუხისგებაში მიცემის წესი უცვლელია.
· გამოქვეყნდა 28 აპრ. 2005
მე-2 პუნქტში პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განმხილველი უზენაესი სასამართლოს ნაცვლად არის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები. გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტის თანხმობით პასუხისგებაში მიცემის წესი უცვლელია.