Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებმუხლი 4

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

მუხლი 4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

რედაქცია №32 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2.პარლამენტი პარლამენტის წევრს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს, თუ: ა) არსებობს პარლამენტის წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის (სასესიო და საკომიტეტო) მუშაობაში; ზ) გარდაიცვალა.

3.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

4.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

5.საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების ან ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ დაადასტურა ან ვადამდე შეწყვიტა პარლამენტმა.

6.კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3386 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  2. 2 მაი. 2000
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2018-12-06 · №32

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2015-03-31
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 33პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის
  • 19უფლებამოსილების შეჩერება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდში
  • 21შრომითი უფლებების გარანტიები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 9პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 23პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წეს ი
  • 33კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 6საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 40—

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1232²38618331921406923334
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს საკონსტიტუ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 დეკ. 2018