Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიმუხლი 80

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 80. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების რეგულირება

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევასაცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასებასამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლები დგინდება ქალაქთმშენებლობითი გეგმით ან/და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით, რომლის მიზანია მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ამ მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლები შეიძლება დადგინდეს როგორც მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიისთვის, ისე მისი ნაწილებისთვის.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პარამეტრებთან და მახასიათებლებთან შეუსაბამობა შეიძლება გახდეს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იმ შემთხვევაში, თუ ეს პარამეტრები და მახასიათებლები მშენებლობის ნებართვის მისაღებად სანებართვო განაცხადის წარდგენამდე დადგინდა.

4.მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ცალკეულ არეალებში ან/და ცალკეული შენობა-ნაგებობის მიმართ, რომელსაც აქვს მაღალი ურბანული ღირებულება ან/და რომლის არქიტექტურულ-ესთეტიკური გადაწყვეტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ახალი მშენებლობის ან შენობა-ნაგებობის არსებითი რეკონსტრუქციის არქიტექტურული ესკიზი/არქიტექტურული პროექტი შერჩეული უნდა იქნეს ღია კონკურსის წესით.

5.თუ ახალი მშენებლობის ან შენობა-ნაგებობის არსებითი რეკონსტრუქციის არქიტექტურულ ესკიზზე/არქიტექტურულ პროექტზე ღია კონკურსი ცხადდება, კონკურსის გამომცხადებელს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პარამეტრებისა და მახასიათებლების მიმართ ახალი ან/და დეტალური მოთხოვნები დაადგინოს.

6.ღია კონკურსის წესით შერჩეული (გამარჯვებული) პროექტი წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე წინასწარ გადაწყვეტილებას. მშენებლობის ნებართვის გაცემის ან/და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში ამ პროექტში შეიძლება მხოლოდ არაარსებითი ცვლილების შეტანა.

7.ამ მუხლით განსაზღვრული კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

8.შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მხარე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩამოყალიბებული, ღირებული განაშენიანებით დამკვიდრებულ პრინციპებს და ამავდროულად უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. მაღალი ურბანული ღირებულების არეალები და სათანადო ესთეტიკური პარამეტრები რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

9.(ამოღებულია - 20.12.2019, №5693) .

10.(ამოღებულია - 20.12.2019, №5693) . საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 16 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 ოქტ. 2025 – 1 თებ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 თებ. 2026· გამოქვეყნდა 5 სექ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 79შემდეგი მუხლი 81

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საცხოვრებელი სახლის და კოტეჯის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არქიტექტურული დავასერვისის გვერდი
  • სასტუმრო / ტურისტული ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 1 ცვლილება · ბოლო 5 სექ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 78შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები
  • 69სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის დადგენა
  • 59გადაწყვეტილება ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების თაობაზე

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 49 (დანართი 1)ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება
  • 33 (დანართი 1)განაშენიანების პარამეტრების რეგულირების მიზანი, მათი დადგენისა და გამოყენების ზოგადი პირობები
  • 38 (დანართი 1)განაშენიანების სიმაღლე

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 17არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 9შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის
  • 37არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი
  • 51მშენებლობის ნებართვის გაცემა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15⁶შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 52¹იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15⁶1752¹7869599375149 (დ…33 (დ…38 (დ…80
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…არქიტექტურული საქმიანო…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…საჯარო რეესტრის შესახე…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026