Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 13 (დანართი 1)

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 13 (დანართი 1). დისტრიბუტორის ვალდებულებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დისტრიბუტორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2.დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ იმ სამშენებლო პროდუქტის განთავსება, რომელზეც დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ინფორმაცია და თან ერთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დისტრიბუტორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ აღნიშნული სამშენებლო პროდუქტის მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, არ განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს ან არ მოხდება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შესაბამისი შესწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსა და, შესაბამის შემთხვევებში, იმპორტიორს.

3.დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4.დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები რათა პროდუქტი მოიყვანოს აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. აუცილებლობის შემთხვევაში, დისტრიბუტორი ვალდებულია, შეუსაბამო სამშენებლო პროდუქტი ამოიღოს ან გამოითხოვოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

5.დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ამისათვის გათვალისწინებულ ენაზე, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №754 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 აპრ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 12 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 14 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები28 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის პასუხისმგებლობის სამართალი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეკლამის მონიშვნის ვალდებულება და გამჭვირვალობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დეფექტების მოთხოვნები და გარანტიასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 აპრ. 2026 · №12

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10 (დანართი 1)მუხლი 12 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 12 (დანართი 1)იმპორტიორის ვალდებულებები
  • 10 (დანართი 1)მწარმოებლის ვალდებულებები
  • 4 (დანართი 1)სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 9ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • 11ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება
  • 12ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 5მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 6დილერის ვალდებულებები
  • 8პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 6სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა ვალდებულებანი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 10დამკვეთი. დამკვეთის უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
69111210 (დ…12 (დ…4 (და…105683413 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…სამშენებლო საქმიანობის…ენერგეტიკისა და წყალმო…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 აპრ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026