გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

მუხლი 15. თავდაცვისა და უშიშროების მიზნით განხორციელებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები.

2.თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

3.სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული აეროგადაღებითი და სატელიტური სამუშაოების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის ძალები, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცემათ გადაღებული მასალების ასლის ერთი ეგზემპლარი. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3594 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები. 2. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები. 3. სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული აეროგადაღებითი და სატელიტური სამუშაოების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის ძალები, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცემათ გადაღებული მასალების ასლის ერთი ეგზემპლარი. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3594 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 21 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 2018 – 10 აგვ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 ივლ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში აეროგადაღებითი და სატელიტური სამუშაოების კონტროლის ორგანოდ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს ნაცვლად საქართველოს თავდაცვის ძალები განისაზღვრა, რომელთაც გადაღებული მასალების ასლის ერთი ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

  2. მე-15 მუხლში დეპარტამენტი შეიცვალა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროთი, შესაბამისად შეიცვალა ურთიერთმოქმედების დებულება და დაემატა მე-3 პუნქტი აეროგადაღებით სამუშაოების კონტროლზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12177⁸4032598134¹7271215
მნიშვნელობით ახლოსგეოდეზიური და კარტოგრა…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სივრცის და…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა