Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებმუხლი 9

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678911

1.საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები იქმნება გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აეროგადაღებისა და კოსმოსური გადაღების საქმიანობის განხორციელების შედეგად და ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

2.საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენელი ნაწილია.

3.საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები.

4.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საერთო-სახელმწიფოებრივი, დარგთაშორისი მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს საქართველოს იუსტიციის  სამინისტრო.

5.თავდაცვის სფეროში არსებულ გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს განკარგავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

6.საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

7.„გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ ინსტრუქციას ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

8.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებითა და მონაცემებით სარგებლობა შესაძლებელია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9.ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და  აეროგადაღებითი სამუშაოების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს იუსტიციის სამინიტროს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ. [ 9. ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შესყიდვის განმახორციელებელი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 10. (ამოღებულია) .

11.საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ასლები საავტორო უფლების დაცვით გადაეცემათ თავიანთი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამასთანავე, ამ ასლების დამზადების ხარჯებს გაიღებს შესაბამისი სახელმწიფო უწყება. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №873 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.34 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1927 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.237 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3923 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2559 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4407 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1695 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 10 აგვ. 2019-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები იქმნება გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აეროგადაღებისა და კოსმოსური გადაღების საქმიანობის განხორციელების შედეგად და ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. 2. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენელი ნაწილია. 3. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები. 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საერთო-სახელმწიფოებრივი, დარგთაშორისი მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს საქართველოს იუსტიციის  სამინისტრო. 5. თავდაცვის სფეროში არსებულ გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს განკარგავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 6. საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს შესაბამისი სახელმწიფო უწყება. 7. „გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ ინსტრუქციას ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 8. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებითა და მონაცემებით სარგებლობა შესაძლებელია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 9. ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და  აეროგადაღებითი სამუშაოების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს იუსტიციის სამინიტროს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ. 10. (ამოღებულია) . 11. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ასლები საავტორო უფლების დაცვით გადაეცემათ თავიანთი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამასთანავე, ამ ასლების დამზადების ხარჯებს გაიღებს შესაბამისი სახელმწიფო უწყება. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №873 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.34 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1927 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.237 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3923 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2027 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  3. 22 დეკ. 2010
  4. 19 ნოე. 2009
  5. 19 იან. 2005

    მე-9 მუხლის მე-17 პუნქტი ამოღებულია: გაუქმდა ფონდის მასალებისა და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული სახსრების დეპარტამენტის აღჭურვის, სამეურნეო საქმიანობისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით გამოყენების ნორმა.

  6. 22 დეკ. 2003

    მე-9 მუხლში შეიცვალა ფონდის შენახვის ადგილი (1-ლი პუნქტი), დებულების შემუშავება (მე-7), მასალების გადაცემის მოვალე სუბიექტები და ხარჯები (მე-11, 11¹), ზედამხედველობა (მე-12), მასალების კოპირების რეჟიმი (მე-13) და სახსრების გამოყენება (მე-17).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №19

  • 6 ცვლილება · ბოლო 27 თებ. 2023
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

  • 5საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში
  • 15თავდაცვისა და უშიშროების მიზნით განხორციელებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა
  • 8გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დაფინანსება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 177⁸ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 3

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 5სივრცითი მონაცემები
  • 11სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომა

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 11გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგი
  • 13გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება

წიაღის შესახებ

  • 24წიაღის სახელმწიფო კადასტრი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 3მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111333177⁸51582475119
მნიშვნელობით ახლოსგეოდეზიური და კარტოგრა…საქართველოს ადმინისტრა…ეროვნული საარქივო ფონდ…ეროვნული სივრცითი მონა…გეოგრაფიული ობიექტების…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026