„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მუხლი 46. საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება
საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას ამ კანონთან ერთად გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტაგ გოგუაძე. თბილისი, 1993 წლის 25 მარტი. №193-Iს
