Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებმუხლი 4

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

მუხლი 4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 18 ოქტ. 2022
თემები:ხელშეკრულებათა სამართალიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებისაერთაშორისო კონტრაქტები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3455¹678

1.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება: ა) საქართველოს სახელით – სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება; ბ) საქართველოს მთავრობის სახელით − მთავრობათაშორისი ხელშეკრულება; გ) საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან საქართველოს პროკურატურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.

2.საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება: ა) ტერიტორიულ და ზავის საკითხებს; ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) მოქალაქეობას; დ) საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში (ორგანიზაციებში); ე) (ამოღებულია); ვ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას; ზ) სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას;

2¹.საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს დებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს მთავრობა წარმართავს ყველა მოქმედებას, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო დონეზე ახორციელებს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების მიმართ, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერის და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით. საქართველოს მთავრობის თანხმობით, აღნიშნული მოქმედებები ან მათი ნაწილი შეიძლება განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტმა.

3.საქართველოს მთავრობის სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი.

4.საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში.

5¹.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

6.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.

7.(ამოღებულია - 22.12.2018, №4082).

8.საქართველოს პროკურატურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4141 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.376 საქართველოს 2010 წლის 7დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №69,15.12.2010 წ., მუხ.420 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  2. 13 დეკ. 2018
  3. 21 სექ. 2018
  4. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  5. 28 დეკ. 2015
  6. 23 სექ. 2013
  7. 22 ივნ. 2012
  8. 15 დეკ. 2010

    მე-4 მუხლში ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც სამხედრო საკითხებს ეხებოდა; „ვ“, „ზ“ და სხვა ქვეპუნქტები უცვლელია.

  9. 29 დეკ. 2006

    მე-4 მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც სასაზღვრო პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებები სასაზღვრო სფეროში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრანსსასაზღვრო კომერციული კონტრაქტები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოლაპარაკებები საერთაშორისო შეთანხმებებზესერვისის გვერდი
  • საერთაშორისო მომსახურების ხელშეკრულებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლევან დუაძე

ლევან დუაძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 ოქტ. 2022 · №17

  • 9 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2018
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 32საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა
  • 13უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე
  • 3ტერმინების განმარტება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 7²
  • 11¹
  • 24¹

საქართველოს კონსტიტუცია

  • 52საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები
  • 55საქართველოს პრემიერ-მინისტრი
  • 54მთავრობა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 46საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

  • 17საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებანი საგარეო პოლიტიკის სფეროში

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 6დიპლომატიური წარმომადგენლობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²11¹24¹65255544632133174
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საქართველოს საერთაშორი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს რესპუბლიკი…დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 ოქტ. 2022 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026