საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

მუხლი 30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალური გამოქვეყნება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 18 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში“.

3.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის გამოხატვას, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4.საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება სავალდებულო ა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა კრებულში.

5.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი აუთენტური ტექსტი შედგენილია ქართულ ენაზე, ხელშეკრულება ქვეყნდება ქართულ ენაზე.

6.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის აუთენტური ტექსტები შედგენილია მხოლოდ უცხო ენებზე, ქვეყნდება ამ ენათაგან ერთ-ერთზე, ოფიციალური ქართული თარგმანის თანდართვით. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2886 - სსმ I, №10, 28.04.2006 წ., მუხ.73 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204 თავი III 1 . ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების გამოქვეყნება საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1923 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 24 ოქტ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009

    30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ხელშეკრულებათა გამოქვეყნების ადგილად პირდაპირ დასახელდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“; მე-3 პუნქტის ხელშეკრულებებიც ახლა ქვეყნდება მაცნეში, ძალაში შესვლის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.

  2. პირველ და მე-2 პუნქტებში ხელშეკრულებათა გამოქვეყნების ადგილად განისაზღვრა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (მე-2 პუნქტში პრეზიდენტის კრებულთან ერთად) და შეიცვალა გამოქვეყნების ფორმულირება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
124734⁵40734¹3262511613213112830
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საერთაშორი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…საგანგებო მდგომარეობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა