Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 22¹

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 22¹. რეგენტთა საბჭო

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება რეგენტთა საბჭო.

2.რეგენტთა საბჭოს ქმნის, მის დებულებას ამტკიცებს და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3.რეგენტთა საბჭოს წევრთა საქმიანობა არაანაზღაურებადია, თუმცა საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი შრომის ანაზღაურება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

4.რეგენტთა საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რეგენტთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგენტთა საბჭოს დებულებით.

5.რეგენტთა საბჭო: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კოლეგიურ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას. კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო; ბ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ამასთანავე, დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობა. სხვა ცვლილების შეტანა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; გ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით ითანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას, რომელსაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რაც არ უნდა იწვევდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას.

6.რეგენტთა საბჭოს წევრზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4381 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №155 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2219 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 22უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი)
  • 26უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტი
  • 18წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 14საქართველოს მთავრობა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 23კოლეჯის დაფუძნება, მის მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
  • 21საქართველოს მთავრობა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

განათლების შესახებ

  • 23საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 19აკრედიტაციის ჩატარება

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10²დაწესებულების სამეცნიერო საბჭო

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66³სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410²23³2322261866³1923218422¹
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…სახელმწიფო შესყიდვების…პროფესიული განათლების …პროფესიული განათლების …საჯარო შესყიდვების შეს…განათლების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026