საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 83. საბჭო

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ანა შავარდენიძეგიორგი ბუიღლიშვილისალომე კობერიძე

1.საბჭო არის კანონის საფუძველზე შექმნილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა.

2.საბჭო ყველა ორგანოსგან/პირისგან განცალკევებულია, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად.

3.საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4.საბჭოს რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. მასში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი წინადადებები საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. ეს ინფორმაცია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423²423⁴66⁵70¹2198523911183
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…დეპოზიტების დაზღვევის …საჯარო შესყიდვების შეს…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საერთო სასამართლოების …ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა