Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 1

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების განხორციელების წესს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და მის ფუნქციებს, ამ სფეროებში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების წესსა და პროცედურებს.

2.ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

3.ამ კანონის მოქმედება მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში; ბ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, მიუხედავად სათავო ოფისის ადგილმდებარეობისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების ადგილისა; გ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, თუმცა მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში; დ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას არ ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მაგრამ მედიამომსახურების მიმწოდებელმა მედიამომსახურების სფეროში საქმიანობა დაიწყო საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.

4.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ მედიამომსახურების მიმწოდებლებზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა), რომლებიც: ა) სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით; ბ) არ სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით, თუმცა იყენებენ საქართველოს კუთვნილი თანამგზავრის ფუნქციურ რესურსს.

5.ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება მედიამომსახურების მიმწოდებელზე, თუ მედიამომსახურება გათვალისწინებულია ექსკლუზიურად მესამე ქვეყნებში მისაწოდებლად და საქართველოს აუდიტორიის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მიღება სტანდარტული სამომხმარებლო მოწყობილობით შეუძლებელია.

6.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ რადიომაუწყებელზე, რომელიც საქართველოს რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებს.

7.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელზე: ა) რომელიც დაფუძნებულია საქართველოში; ბ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული მშობელი საწარმო; გ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული შვილობილი საწარმო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში; დ) რომელიც იმ ჯგუფის წევრია, რომელშიც შედის საქართველოში დაფუძნებული სუბიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო ან შვილობილი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შვილობილი საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ჯგუფში შემავალი რომელიმე საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1592 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების განხორციელების წესს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და მის ფუნქციებს, ამ სფეროებში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების წესსა და პროცედურებს. 2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. 3. ამ კანონის მოქმედება მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ვრცელდება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში; ბ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, მიუხედავად სათავო ოფისის ადგილმდებარეობისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების ადგილისა; გ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ახორციელებს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, თუმცა მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში; დ) მედიამომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას არ ახორციელებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მაგრამ მედიამომსახურების მიმწოდებელმა მედიამომსახურების სფეროში საქმიანობა დაიწყო საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ მედიამომსახურების მიმწოდებლებზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა), რომლებიც: ა) სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით; ბ) არ სარგებლობენ საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით, თუმცა იყენებენ საქართველოს კუთვნილი თანამგზავრის ფუნქციურ რესურსს. 5. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება მედიამომსახურების მიმწოდებელზე, თუ მედიამომსახურება გათვალისწინებულია ექსკლუზიურად მესამე ქვეყნებში მისაწოდებლად და საქართველოს აუდიტორიის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მიღება სტანდარტული სამომხმარებლო მოწყობილობით შეუძლებელია. 6. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ რადიომაუწყებელზე, რომელიც საქართველოს რადიოსიხშირულ სპექტრს იყენებს. 7. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელზე: ა) რომელიც დაფუძნებულია საქართველოში; ბ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული მშობელი საწარმო; გ) რომელსაც ჰყავს საქართველოში დაფუძნებული შვილობილი საწარმო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში; დ) რომელიც იმ ჯგუფის წევრია, რომელშიც შედის საქართველოში დაფუძნებული სუბიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო ან შვილობილი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შვილობილი საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ჯგუფში შემავალი რომელიმე საწარმო, საქართველოს გარდა, დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ეს კანონი მასზე გავრცელდება, თუკი მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს საქართველოსთან. საქართველოს 2012 წლის  22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1592 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №85

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მაუწყებლობის შესახებ

  • 5კომისია
  • 3მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა
  • 2ტერმინთა განმარტება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

რეკლამის შესახებ

  • 2კანონის მიზანი და გამოყენების სფერო

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 1კანონის მიზნები

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 1კანონის მიზანი

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 1კანონის მიზანი და რეგულირების საგანი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 4ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნები და პრინციპები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სოციალური დახმარების შესახებ

  • 1კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1111425321111
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომერციის …მაუწყებლობის შესახებრეკლამის შესახებეროვნული მარეგულირებელ…თავისუფალი ინდუსტრიული…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026