ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი არეგულირებს ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2.ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული კომერცია გულისხმობს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდებას.

3.ამ კანონის მიზანია საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების თავისუფალი გადაადგილებით უზრუნველყოფით შიდა ბაზრის სათანადოდ ფუნქციონირების ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებისგან მათი დაცვა.

4.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამეწარმეო საზოგადოების ფილიალზე.

5.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სასამართლოში მხარის ინტერესების დაცვასა და მის წარმომადგენლობაზე; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე; გ) უძრავ ნივთზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე; დ) ისეთი უფლების რეგისტრაციაზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური ფორმაა დადგენილი; ე) სანოტარო საქმიანობაზე; ვ) სათამაშო ბიზნესზე, მათ შორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელსა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელისა, თუ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორზე არ არის გაცემული) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელზე; ზ) ტელე- და რადიომაუწყებლობის სერვისებზე; თ) ხმოვანი სატელეფონო საშუალებებით (მათ შორის, ტელეგრაფით, ტელეფაქსითა და ტელექსით) გაწეულ მომსახურებებზე; ი) პირებს შორის ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით ისეთი ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც მათ კომერციულ საქმიანობას არ უკავშირდება; კ) საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროზე; ლ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე.

6.ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-11−მე-14 მუხლებისა) მოქმედება არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას უკავშირდება და სპეციალური კანონმდებლობით რეგულირდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112111211112141
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომერციის …რეკლამის შესახებსაინფორმაციო ტექნოლოგი…ელექტრონული დოკუმენტის…ინოვაციების შესახებმაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა