ლექსიკონი

ჯგუფი

კანონში განსაზღვრული 4 განმარტება

იურიდიული პირების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთ-ერთი შემდეგი ურთიერთობით: ჰ 32 .ა) ერთი იურიდიული პირი ფლობს მეორე იურიდიული პირის ხმის უფლების მქონე წილების უმრავლესობას; ჰ 32 .ბ) ერთ იურიდიულ პირს უფლება აქვს, დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მეორე იურიდიული პირის მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტი, თუ იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ამ მეორე იურიდიული პირის წილის მფლობელი; ჰ 32 .გ) ერთ იურიდიულ პირს დომინირებული გავლენა აქვს ან აკონტროლებს მეორე იურიდიულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების ან მეორე იურიდიული პირის წესდების საფუძველზე; ჰ 32 .დ) იურიდიული პირები იმყოფებიან მესამე პირის ერთიანი მმართველობის ქვეშ; ჰ 32 .ე) იურიდიული პირების მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების წევრთა უმრავლესობა ერთი და იგივე პირები არიან

სათავო საწარმო ( სათავო ორგანიზაცია ), მისი შვილობილი საწარმო ( შვილობილი ორგანიზაცია ) ან / და ფილიალი , რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

მშობელი საწარმო, მისი ყველა შვილობილი საწარმო და ყველა სხვა საწარმო, რომელთაც მათთან ეკონომიკური და სამართლებრივი კავშირები აქვთ

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)