საწარმო, რომლის მიმართ მშობელ საწარმოს ფაქტობრივად აქვს კონტროლი და რომელიც ასეთად მიჩნეულია საზედამხედველო ორგანოს მიერ, ან საწარმოები, რომელთა შორის არსებობს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობა, ან ასეთი შვილობილი საწარმოების შვილობილი საწარმოები
იურიდიული პირი, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილე ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას
იურიდიული პირი, რომელშიც დამფუძნებელი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას
იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას
სუბიექტი, რომელსაც აკონტროლებს მშობელი საწარმო ან ამ საწარმოში შემავალი ნებისმიერი სხვა საწარმო, რომელსაც საბოლოოდ აკონტროლებს მშობელი საწარმო
იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია) აკონტროლებს
იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია)
სუბიექტი, რომელსაც მშობელი საწარმო აკონტროლებს, მათ შორის, შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს