მეწარმეთა შესახებ

მუხლი 204. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის დანიშვნა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში მას თანამდებობაზე ნიშნავს სააქციო საზოგადოების საერთო კრება, ხელახლა დანიშვნის უფლებით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.პირის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირად დანიშვნის შემდეგ სააქციო საზოგადოება მასთან ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დებს სასამსახურო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა შეესაბამებოდეს პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის ვადას. სასამსახურო ხელშეკრულებას სააქციო საზოგადოების სახელით დებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრების თავმჯდომარე.

3.თუ ჭიანურდება სააქციო საზოგადოების იმ ხელმძღვანელი პირის დანიშვნა, რომლის გარეშეც სააქციო საზოგადოება თავის საქმიანობას ვერ ახორციელებს, ხელმძღვანელი პირი აქციონერის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეიძლება დანიშნოს სასამართლომ. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს, თავისი საქმიანობისთვის სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს გასამრჯელო და გონივრულ ფარგლებში ფულადი დანახარჯების ანაზღაურება. სასამართლოს მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირისა და სააქციო საზოგადოების შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა განსაზღვროს აღნიშნული გასამრჯელოს და ასანაზღაურებელი ფინანსური დანახარჯების ოდენობები.

4.სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლებამოსილება უწყდება იმ მომენტიდან, როდესაც ახალ ხელმძღვანელ პირს დანიშნავს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში მას თანამდებობაზე ნიშნავს სააქციო საზოგადოების საერთო კრება, ხელახლა დანიშვნის უფლებით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პირის სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირად დანიშვნის შემდეგ სააქციო საზოგადოება მასთან ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დებს სასამსახურო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა შეესაბამებოდეს პირის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის ვადას. სასამსახურო ხელშეკრულებას სააქციო საზოგადოების სახელით დებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრების თავმჯდომარე. 3. თუ ჭიანურდება სააქციო საზოგადოების იმ ხელმძღვანელი პირის დანიშვნა, რომლის გარეშეც სააქციო საზოგადოება თავის საქმიანობას ვერ ახორციელებს, ხელმძღვანელი პირი აქციონერის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეიძლება დანიშნოს სასამართლომ. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლება აქვს, თავისი საქმიანობისთვის სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს გასამრჯელო და გონივრულ ფარგლებში ფულადი დანახარჯების ანაზღაურება. სასამართლოს მიერ დანიშნული ხელმძღვანელი პირისა და სააქციო საზოგადოების შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა განსაზღვროს აღნიშნული გასამრჯელოს და ასანაზღაურებელი ფინანსური დანახარჯების ოდენობები. 4. სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ პირს უფლებამოსილება უწყდება იმ მომენტიდან, როდესაც ახალ ხელმძღვანელ პირს დანიშნავს სამეთვალყურეო  საბჭო, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
231332296327945442052032424204
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებმაუწყებლობის შესახებშემოქმედ მუშაკთა და შე…იურიდიული დახმარების შ…საჯარო შესყიდვების შეს…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა