სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილება.

4.სპეციალური საშუალების და ფიზიკური იძულების სახე განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილება. 4. სპეციალური საშუალების და ფიზიკური იძულების სახე განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 10 მაი. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²³11151317¹93123266015215312
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…სააღსრულებო წარმოებათა…სამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა