Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებმუხლი 26

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 26. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად − დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2.მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

3.ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

4.ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა.

5.მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც რეალური, პირდაპირი და იმწუთიერი საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედების ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად; დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს; ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოსაგერიებლად; ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად; ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება მოსამსახურის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა.

6.პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

7.გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) მოსამსახურისათვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას; გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად  გადაჭრა შეუძლებელია.

8.ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს შეიცავს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

9.მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

10.მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

11.მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

12.სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VI სამსახურის გავლა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №25

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 152იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 23იარაღის გამოყენების უფლება

იარაღის შესახებ

  • 32იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
  • 10სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 9სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
321023151218²934601551526426
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსიკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 8 ნოე. 2026