თავდაცვის კოდექსი

მუხლი 152. იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იძულების ღონისძიება არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − მოსამსახურე) მიერ სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და მათ განსახორციელებლად ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

2.მოსამსახურეს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი იძულების ღონისძიება სათანადო ინტენსივობით, კანონიერი მიზნის მისაღწევად.

3.მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, თუ მან გაიარა სპეციალური მომზადება.

4.მოსამსახურე ვალდებულია პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და მოსამსახურის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი ან როდესაც ასეთი გაფრთხილება შექმნილ სიტუაციაში გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

5.იძულების ღონისძიების სახე და მისი გამოყენების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.

6.მოსამსახურე ვალდებულია იძულების ღონისძიების გამოყენების შედეგად დაზიანებულ პირს პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

7.მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იძულების ღონისძიება არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − მოსამსახურე) მიერ სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და მათ განსახორციელებლად ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი იძულების ღონისძიება სათანადო ინტენსივობით, კანონიერი მიზნის მისაღწევად. 3. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, თუ მან გაიარა სპეციალური მომზადება. 4. მოსამსახურე ვალდებულია პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და მოსამსახურის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი ან როდესაც ასეთი გაფრთხილება შექმნილ სიტუაციაში გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 5. იძულების ღონისძიების სახე და მისი გამოყენების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. 6. მოსამსახურე ვალდებულია იძულების ღონისძიების გამოყენების შედეგად დაზიანებულ პირს პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარება გაუწიოს. 7. მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14²³12139313023242615515321152
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…სააღსრულებო წარმოებათა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა