Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებმუხლი 15

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 15. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123567891011

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) მძევლების გასათავისუფლებლად; დ) დაკავების ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად; ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად. ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას; ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას; ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან; თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მძღოლი კი არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება.

5.ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6.გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) თუ დაკავებული გაიქცა სატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის, ან ტყიან ადგილებში; გ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს; დ) დაკავებულის შეიარაღებული გაქცევისას.

7.დაუშვებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა პირის სიცოცხლეს.

8.ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ პირველი შესაძლებლობისთანავე შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს, აგრეთვე სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და შეტყობინებას გადასცემს საქართველოს გენერალური პროკურატურის „ცხელ ხაზზე“.

10.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

11.აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტები. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) მძევლების გასათავისუფლებლად; დ) დაკავების ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად; ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად. ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას; ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას; ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან; თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, მძღოლი კი არ ემორჩილება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება. 5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა. 6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული საბრძოლო ტექნიკით. ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) თუ დაკავებული გაიქცა სატრანსპორტო საშუალებით, სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის, ან ტყიან ადგილებში; გ) თუ დამნაშავე დაკავების დროს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს; დ) დაკავებულის შეიარაღებული გაქცევისას. 7. დაუშვებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა პირის სიცოცხლეს. 8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი მოვალეა ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად. 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ პირველი შესაძლებლობისთანავე შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს, აგრეთვე სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და შეტყობინებას გადასცემს საქართველოს გენერალური პროკურატურის „ცხელ ხაზზე“. 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2025
  2. 10 მაი. 2019

    მე-15 მუხლის მე-9 პუნქტში იარაღის გამოყენების შეტყობინება ახლა ეგზავნება უფროსსა და სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც ინფორმაციას ხელმძღვანელებს და პროკურატურის „ცხელ ხაზს“ აცნობებს.

  3. 11 თებ. 2013· გამოქვეყნდა 28 იან. 2013

    მე-10 პუნქტში სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამამტკიცებელი ორგანო პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობაა.

  4. 17 იან. 2003

    მე-15 მუხლის ტექსტიდან ამოღებულია V თავის სათაური; მუხლის ნორმა ნაჩვენებ ნაწილში უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 15¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №31

  • 4 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2025
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 23იარაღის გამოყენების უფლება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 9სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება

იარაღის შესახებ

  • 10სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება
  • 32იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103214⁴231218²93426601556415
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსიპოლიციის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…სახელმწიფო დაცვის სპეც…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026