სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²³. აღსრულების პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და პირადი უსაფრთხოების დასაცავად, თუ იგი ფიზიკური იძულების (ძალის) გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების/ფუნქციების შესრულებას.

2.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

3.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება; ბ) სპეციალური ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის.

4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.

5.აღსრულების პოლიციელი სპეციალურ საშუალებას იყენებს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს იმ პირს, რომლის მიმართაც შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება.

6.სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს იმ აღსრულების პოლიციელს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.

7.აღსრულების პოლიციელი ვალდებულია შესაბამისი პირი სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, ან როდესაც შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

8.სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო სპეციალური საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებისთვის − ამ სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.

9.დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელმა ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულია ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებს ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.

10.ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს სხვა პირების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

11.აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁴221213149313235232415414²³
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს ფინანსთა ს…თავდაცვის კოდექსიკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა