კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 10². კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომერციული ბანკი უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

2.ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კომერციული ბანკი უწყვეტად ახორციელებს საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3.ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი მიკრობანკი.

4.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კომერციული ბანკი განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2603 − ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 მარ. 1996 – 1 ივლ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2510²9²9⁴78255³48²1891010²
მნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…ლიცენზიებისა და ნებართ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა