Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 9

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 9. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო ლიცენზირებაციფრული ბანკინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკს გაუუქმოს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია. მისი გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) მიკრობანკის წერილობითი მიმართვა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე; ბ) მიკრობანკის მიერ ამ კანონის მე-3 და 26-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა; გ) მიკრობანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ყალბი ან/და არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; დ) მიკრობანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 12 თვის განმავლობაში ამ საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი მიკრობანკის შემთხვევაში − მის მიერ აღნიშნული საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა; ე) მიკრობანკის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ბიზნესგეგმიდან და ბიზნესსტრატეგიიდან მნიშვნელოვანი გადახვევა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეუთანხმებლად; ვ) მიკრობანკის სხვა მიკრობანკთან ან კომერციულ ბანკთან შერწყმა (მიერთება) ან გამოყოფა; ზ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის არარსებობა, ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მიკრობანკის კრედიტორთა ნდობის დაკარგვა ან მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობა; თ) მიკრობანკის რისკების მართვის სუსტი მოდელი, მისი ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელი ან არაჯანსაღი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება მიკრობანკის დეპოზიტარებს ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან საფრთხე შეუქმნას; ი) მიკრობანკის არსებული ან მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის დაბალი მაჩვენებლებითა და საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით ან სხვაგვარად; კ) მიკრობანკის არსებული ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა; ლ) მიკრობანკის ჯგუფის/მფლობელობის სტრუქტურის სირთულე ან/და გაუმჭვირვალობა ან ამ სტრუქტურის ისეთი ცვლილება, რომელიც აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას, საფრთხეს უქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას; მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მიკრობანკისთვის მიკრობანკის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ნ) ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან შეუსაბამობა; ო) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის უშედეგოდ დასრულება; პ) უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბანკის/მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა ან ისეთი შემთხვევა, როდესაც, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი/მიკრობანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ამ ქვეყანაში არ იწყება ან გონივრულ ვადაში არ დაიწყება გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოება, აღნიშნულ ქვეყანაში გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საკმარისი არ იქნება ან მითითებულ ქვეყანაში გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში საქართველოში არსებული უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნეობანკის ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 10მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები
  • 18მიკრობანკის კომერციულ ბანკად გარდაქმნა
  • 6მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 7საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
  • 10²კომერციული ბანკის მიკრობანკად გარდაქმნა
  • 8საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 25ლიცენზიის გაუქმება
  • 26ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები
  • 24გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 20ლიცენზიის სახეები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 9⁴საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2526242010²9⁴710²826101869
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026