მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 10. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტი

1.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან ან ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

2.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობის განხორციელება. იურიდიულმა პირმა მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვალდებულება. ამ ვალდებულებების შესრულებამდე იურიდიული პირი ლიცენზირებული მიკრობანკის მსგავსად ემორჩილება მიკრობანკების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

4.მიკრობანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. თავი III. მნიშვნელოვანი წილის შეძენა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2625242010²810²755³189610
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა